Avatar

Fairytale of Blue star.

@bluesoulwhithstars / bluesoulwhithstars.tumblr.com

ზეცას მოწყვეტილი ლურჯი ვარკვლავი.
Avatar

მე სილვია პლათის გაგრძელება ვარ.

მე არ დაგასრულებ, სილვია,

აქ არ გიღალატებენ,

აქ ბევრ წიგნსა და ყვავილებს მოგიტანს შენი საყვარელი მამაკაცი,

იატაკზე დაწვები და ხელებს გადაყრი თავს უკან,

არ დაგაძალებენ ფიქრს, არ დაგაძალებენ ცხოვრების რიტმს გამოეცეკვო,

აქ თავისუფალი ხარ,

ბევრი წიგნი და შოკოლადი გაქვს.

იცოცხლე, სილვია.

Avatar

“Zelda

We live between two worlds

A tunnel with two lights

Pitch black in the middle

Like a dream's dream...”

Avatar

სანუკვარი თილისმა ხარ ჩემი,

ბობ 💛

Avatar

მინდორში ამოსულმა გვირილამ

მიამბო, როგორ ჩასჩურჩულე, რომ

გიყვარდი. 🌼

Avatar

ბობ,

ჩემი სულის სიმღერა ხარ,

ჩემი არსებობის ერთადერთი მიზეზი შენი არსებობაა.

Avatar

“მახინჯი საწყისის მშვენიერება”

შემოდი ჩემს სულში, ბობ

და ძლიერად ჩაკეტე კარი,

რომ ქარებმა არ წაიღონ ჩემი კაბის

დაცრეცილი კალთები...

Avatar

მე - თოლია ჯონათან ლივინგსტონი ვარ.

წამიკითხე ბოლო ფურცლიდან, რათა დავიწყო.

Avatar

თავდავიწყებით შემიყვარდი, ძვირფასო ბობ. 

შენ ის მელოდია ხარ, რომელიც მაცოცხლებს, 

და თუ არსებობას შევწყვეტ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ხმას ვეღარ ვისმენდი.   

ტყესთან ახლოს გელოდები. 

You are using an unsupported browser and things might not work as intended. Please make sure you're using the latest version of Chrome, Firefox, Safari, or Edge.